შალვა პაპუაშვილი - პატრიარქი ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა!
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პატრიარქ ილია მეორის მთავარი ანდერძია ერის ორი საყრდენის — ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდბის დედათა მონასტერში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პატრიარქის მაგალითი საზოგადოებას დღესაც გზას უჩვენებს.

პატრიარქი ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა, - ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, წირვის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და სიმტკიცეში და გაზიარებულ პასუხისმგებლობაში არის ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერი მომავლის იმედი.“
„თქვენო უწმინდესობავ, მეუფენო, მეუფე იაკობ, მამანო, დედანო, ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც ჩვენ გიორგობას აღვნიშნავთ ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი. როგორც ითქვა, წელს მთელი ერი აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, ამ წლის განმავლობაში ჩატარდა ბევრი ღონისძიება, ჩვენც გახლდით ბევრ ეპარქიაში, მოვილოცეთ იქაური სიწმინდეები და ყველგან ვნახეთ მტკიცე ეკლესია, სარწმუნოებაში გამტკიცებული ხალხი, საზოგადოება და ის ერთობა რომელიც წლევანდელ წელს გამოარჩევდა.
ერთობა ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორეს განსაკუთრებული სალოცავი და საზრუნავი იყო და ის დღეები, როდესაც ჩვენ ყველა ვემშვიდობებოდით ჩვენ პატრიარქს იყო ბეჭდის დასმა ქართველი ერის ერთობისა, ქრისტეს ეკლესიაში ქართველი ხალხის ერთობისა.
ამ ერთობის ნაწილი საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა, ის სინერგია, რომელიც ამ ორ საწყისს, ამ ორ საყრდენს უნდა ახასიათებდეს და რომლისთვისაც იღვაწა ილია მეორემ, არ იყო დაწერილი რანაირად უნდა მოქცეულიყო ერი თუ ბერი იმისთვის, რომ ეს სინერგია შემდგარიყო, ეს ყველაფერი ილია მეორემ თავისი ქცევით თავისი ბრძნული გადაწყვეტილებებით გვაჩვენა და ყველა რთული პერიოდი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა ბრძნულად გამოგვატარა.
დღეს უფრო იოლია ამ გზის გავლა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ილია მეორის მაგალითი, საჭიროა უბრალოდ დავფიქრდეთ, როგორ მოიქცეოდა ილია მეორე ამა თუ იმ ვითარებაში, მითუმეტეს, რომ მას ყველა ასეთი ვითარება გამოვლილი აქვს, როგორ მოიქცეოდა ის თავად და როგორი მოლოდინი ექნებოდა მას ჩვენ მიმართ. საჭიროა მხოლოდ დავფიქრდეთ და უბრალოდ მივბაძოთ, სხვას თუ ვერაფერს შევძლებთ.
ჩვენ საქართველოში წმინდა გიორგის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, ვინაიდან წმინდა გიორგი ეს იყო მებრძოლი მხედარი. ქრისტესთვის თავდადებული წმინდანი, ჩვენთვის წმინდა გიორგი იყო ყოველთვის ის წმინდანი, რომელსაც მივმართავდით ყოველ ხილულსა თუ უხილავ ბრძოლაში ჩვენი თანადგომისთვის და ის იყო ვინც, ჩვენ ერთობას ამტკიცებდა.
ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე ასევე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და სიმტკიცეში და გაზიარებულ პასუხისმგებლობაში არის ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერი მომავლის იმედი.
ამიტომ ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ გიორგობას, წმინდა გიორგის მადლი გვფარავდეს და მისი რწმენა ამტკიცებდეს ჩვენ რწმენას და აძლიერებდეს ჩვენ ერთობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ილია მეორე ხშირად ამბობდა – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს, მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, არის ერთობა
შალვა პაპუაშვილი: ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის - საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა. ამ ორი საყრდენის სიძლიერეში, სიმტკიცესა და გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობა - ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…