პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: „გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გიორგობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული პირველად აღინიშნება ილია მეორის გარეშე, ხოლო პატრიარქ შიო მესამეს ეკლესიის წინამძღოლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე: „გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“
POSTV

„გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, სადაც გიორგობასთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

„წლევანდელი გიორგობა არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნისთვის. გიორგობას წელს აღვნიშნავთ 1700 წლისთავზე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ასევე, წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ მას პირველად აღვნიშნავთ უწმინდესის და უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის გარეშე.

წლევანდელი წელი ძალიან რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, მრევლისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული შვილისთვის, თუმცა, ამ განსაცდელს ჩვენი ხალხი და ეკლესიის მრევლი შეხვდა სიმტკიცით და ერთიანობით. გლოვასთან ერთად, ეს დღეები იყო რწმენის გარშემო ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.

წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი შიო მესამე წელს პირველად აღავლენს წირვას ამ გიორგობაზე. ბევრი ჩვენგანი, მრევლი, შიშით უყურებდა ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორ უძღვება სიბრძნით და სიყვარულით პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას და იმ ურთულეს მისიას, რომელიც მას დაეკისრა პატრიარქ ილია მეორის ანდერძით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით და, რაც მთავარია, უფლის ნებით. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა რიგითმა შვილმა იმ ღვაწლისთვის, რომელსაც ის ეწევა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო, ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: “ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები