"თავისუფლების ფასი არაფერი არ აირს" - გიორგი ოკმელაშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა, მათ შორის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ოკმელაშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია, რომლებმაც ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც არიან.
პენიტენციურ დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც.
"[სხვა დაკავებულებს] გამძლეობა მინდა ვუსურვო და მალე თავისუფლება. თავისუფლების ფასი არაფერი არ აირს", - განაცხადა ოკმელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ოკმელაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მას 5 წლით, ხოლო ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ყველა მათგანმა ჩადელი დანაშაული აღიარა - მოინანია და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშეწყალებულთა სიაში გიორგი ოკმელაშვილიცაა – მედია
არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი გიორგი ოკმელაშვილია
გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
გიორგი ოკმელაშვილმა საპატიმრო დატოვა
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
გიორგი ოკმელაშვილი - გამძლეობა მინდა ვუსურვო პატიმრებს, თავისუფლების ფასი არაფერია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…