პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული და პოლიციელზე თავდასხმისთვის 5 წლით მსჯავრდებული გიორგი ოკმელაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა და მან საპატიმრო დატოვა.

გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
ინტერპრესნიუსი

ქსნის პენიტენციური დაწესებულება დატოვა მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა.

გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. მათ შორის მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ალიაოპოზიციურიშეწყალებულთა სიაში გიორგი ოკმელაშვილიცაა – მედია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი გიორგი ოკმელაშვილია
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგიორგი ოკმელაშვილმა საპატიმრო დატოვა
  4. BM.GEოპოზიციურიგიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ოკმელაშვილი - გამძლეობა მინდა ვუსურვო პატიმრებს, თავისუფლების ფასი არაფერია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები