პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზაქარია წიკლაური: სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სანტო-დომინგოში გაიმართა

ხალხის ძალა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური სანტო-დომინგოში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვასა და მიგრაციულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

ზაქარია წიკლაური: სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სანტო-დომინგოში გაიმართა
იმედინიუსი

Patriot Network პრეზიდენტის, ენცო ალიასის (Enzo alias) მოწვევით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამხრეთ ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში დგას, მათ შორის მიგრაციული პროცესების მზარდი მასშტაბები, გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნების წინაშე არსებული პოლიტიკური და სოციალური გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობას, მის აღიარებასა და დაცვის აუცილებლობას.

აღინიშნა, რომ თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური თვითმყოფადობის პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი უნდა იყოს.

„მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის, საერთო გამოწვევებზე მსჯელობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მჯერა, რომ ძლიერი სახელმწიფოების საფუძველი სწორედ სუვერენიტეტის პატივისცემა, ეროვნული ინტერესების დაცვა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობაა“, - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაქარია წიკლაური: საერთოდ არ იცით საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, ზუსტად ამიტომ ისჯებით სამაგალითოდ ყოველ არჩევნებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები