ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაქარია წიკლაური: „ჩვენ რომ ავყოლოდით ევრობიუროკრატების პროვოკაციულ დავალებებსა და რეკომენდაციებს, ჩვენივე ხელით გავაუქმებდით ქვეყნის სუვერენიტეტს, დავანგრევდით ეკონომიკას და მივიღებდით იმ რეალობას, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დგას“

ხალხის ძალა

ზაქარია წიკლაურის მტკიცებით, ევრობიუროკრატების პროვოკაციული დავალებების შესრულების შემთხვევაში ქვეყნის სუვერენიტეტი და ეკონომიკა განადგურდებოდა. მისი განცხადებით, ევროპაში საქართველოსთან ურთიერთობაზე აზრი გაყოფილია და ევროკავშირს ქვეყანა შუა დერეფნისთვის სჭირდება.

ზაქარია წიკლაური: „ჩვენ რომ ავყოლოდით ევრობიუროკრატების პროვოკაციულ დავალებებსა და რეკომენდაციებს, ჩვენივე ხელით გავაუქმებდით ქვეყნის სუვერენიტეტს, დავანგრევდით ეკონომიკას და მივიღებდით იმ რეალობას, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დგას“
ზაქარია წიკლაური: „ჩვენ რომ ავყოლოდით ევრობიუროკრატების პროვოკაციულ დავალებებსა და რეკომენდაციებს, ჩვენივე ხელით გავაუქმებდით ქვეყნის სუვერენიტეტს, დავანგრევდით ეკონომიკას და მივიღებდით იმ რეალობას, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დგას“POSTV

„საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის შესახებ კარგად იცის ქართველმა საზოგადოებამ. კოლექტიური მარტა კოსები და კაია კალასები საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებად“ იქცნენ. ისინი მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ქართველ საზოგადოებასა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება უპირობოდ არ ასრულებს მათ დავალებებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა.

„ჩვენ რომ ავყოლოდით მათ პროვოკაციულ დავალებებსა და რეკომენდაციებს, ჩვენივე ხელით გავაუქმებდით ქვეყნის სუვერენიტეტს, დავანგრევდით ეკონომიკას და მივიღებდით იმ რეალობას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დგას.

დღეს უკვე ვხედავთ, რომ ევროპაში საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აზრი ორად გაიყო. როდესაც საუბარია შუა დერეფნის პოლიტიკის განვითარებაზე, ლოგიკურად წარმოუდგენელია, საქართველოს არსებობა გააქრონ, ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად. ვინც იცის გეოგრაფია, მისთვის ნათელია, რომ შუა დერეფნის პოლიტიკის განვითარება შეუძლებელია საქართველოს როლის გარეშე.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც, დარწმუნებული ვარ, უფრო რაციონალურად აღიქვამენ იმ რეალობას, რაც დგას მსოფლიოში.

ფაქტია, რომ საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ევროპული ქვეყნების პოზიციები რადიკალურად არის შეცვლილი. მიხვდნენ, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ და კიდევ უფრო მეტადაც ევროკავშირს სჭირდება საქართველო, და, შესაბამისად, ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან ჩვენი როლის დაკნინების მცდელობა, რა თქმა უნდა, დღის სინათლეს ვერ ნახავს.

ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოში მუდმივი ქაოსის შემოტანის მცდელობა თავლნათელია და ყველა კარგად ვხვდებით, თუ რა არის მათი “მეგობრობის” რეალური მიზანი“, – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის შესახებ კარგად იცის ქართველმა საზოგადოებამ. კოლექტიური მარტა კოსები და კაია კალასები საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებად“ იქცნენ. ისინი მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ქართველ საზოგადოებასა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება უპირობოდ არ ასრულებს მათ დავალებებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“
ზაქარია წიკლაური
„ჩვენ რომ ავყოლოდით მათ პროვოკაციულ დავალებებსა და რეკომენდაციებს, ჩვენივე ხელით გავაუქმებდით ქვეყნის სუვერენიტეტს, დავანგრევდით ეკონომიკას და მივიღებდით იმ რეალობას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დგას. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ევროპაში საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აზრი ორად გაიყო. როდესაც საუბარია შუა დერეფნის პოლიტიკის განვითარებაზე, ლოგიკურად წარმოუდგენელია, საქართველოს არსებობა გააქრონ, ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად. ვინც იცის გეოგრაფია, მისთვის ნათელია, რომ შუა დერეფნის პოლიტიკის განვითარება შეუძლებელია საქართველოს როლის გარეშე. დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც, დარწმუნებული ვარ, უფრო რაციონალურად აღიქვამენ იმ რეალობას, რაც დგას მსოფლიოში. ფაქტია, რომ საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ევროპული ქვეყნების პოზიციები რადიკალურად არის შეცვლილი. მიხვდნენ, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ და კიდევ უფრო მეტადაც ევროკავშირს სჭირდება საქართველო, და, შესაბამისად, ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან ჩვენი როლის დაკნინების მცდელობა, რა თქმა უნდა, დღის სინათლეს ვერ ნახავს. ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოში მუდმივი ქაოსის შემოტანის მცდელობა თავლნათელია და ყველა კარგად ვხვდებით, თუ რა არის მათი “მეგობრობის” რეალური მიზანი“
ზაქარია წიკლაური
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?