ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაქარია წიკლაური: საერთოდ არ იცით საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, ზუსტად ამიტომ ისჯებით სამაგალითოდ ყოველ არჩევნებზე

ნაციონალური მოძრაობახალხის ძალა

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაქარია წიკლაურმა ოპოზიცია „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ და ქვეყნის მტრებად გამოაცხადა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის აუთვისებელ თანხებზე და აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა საჭირო.

ზაქარია წიკლაური: საერთოდ არ იცით საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, ზუსტად ამიტომ ისჯებით სამაგალითოდ ყოველ არჩევნებზე
ზაქარია წიკლაური: საერთოდ არ იცით საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, ზუსტად ამიტომ ისჯებით სამაგალითოდ ყოველ არჩევნებზერუსთავი 2

"როდესაც საუბრობთ, რომ თითქოს ჩვენ და უმრავლესობის წევრები არ ვცემთ პატივს მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს, უნდა გაიხსენოთ საკუთარი პოლიტიკური წარსული. ყველა ის პარტია, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენთ, ხართ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ასრულებთ ერთი ადამიანის დავალებას, იმ ადამიანის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული“, - აღნიშნული სიტყვებით დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე თბილისი საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა, ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა.

"საუბრობთ ამომრჩევლების პატივისცემაზე, თუმცა თქვენ, როდესაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ნდობა გამოგიცხადათ, საკუთარი ნებით თქვით უარი მანდატზე და საპარლამენტო მუშაობაზე. საუბრობთ პოლიტიკურ თემებზე, თუმცა კარგი იქნებოდა თვალი გედევნებინათ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის, რომელზეც დეტალურად იყო განხილული და გავლილი ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რომლებში აქტიურად მონაწილეობდა თქვენი პოლიტიკური ლიდერი მამუკა ხაზარაძე. საერთოდ არ იცით საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, ზუსტად ამიტომ ისჯებით სამაგალითოდ ყოველ არჩევნებზე. საზოგადოება გიწერთ ორიანს, რადგან ამ წლების განმავლობაში ქვეყნის მტრობის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ“, - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია წიკლაურმა უმრავლესობის წევრებს კონკრეტული კითხვითაც მიმართა.

"უმრავლესობის წევრებთან მაქვს კონკრეტული კითხვა. მე ვარ სამგორის მაჟორიტარი, სისტემატურად ვხვდები მოქალაქეებს და ვიცი მათი საჭიროებები. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუჯეტში არის თანხა, თუმცა მისი სრულყოფილად ათვისება ვერ ხერხდება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს და თბილისის საქალაქო სამსახურს იმისთვის, რომ დაუღალავად შრომობენ, რათა დედაქალაქში ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. თბილისი არ არის მხოლოდ რუსთაველის გამზირი და სხვა დიდი პროექტები. სამგორის რაიონში დღემდე ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ დეტალები, მათ აინტერესებთ შედეგი. ჩვენ გვაქვს აუთვისებელი თანხები და მინდა, რომ ის სწორად იყოს მიმართული. ჩვენ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას და მათ თუ უნდათ გზა ან საცხოვრებელ სახლთან სკვერი, უნდა გავუკეთოთ. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სხდომისთვის უფრო დეტალურად განვიხილავთ და წარმოვადგენთ ასათვისებელ თანხას. ჩვენ მოსახლეობამ გამოგვიცხადა ნდობა და მათ უნდა იცოდნენ, რატომ ვერ ვასრულებთ ამა თუ იმ პროექტს“, - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც საუბრობთ, რომ თითქოს ჩვენ და უმრავლესობის წევრები არ ვცემთ პატივს მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს, უნდა გაიხსენოთ საკუთარი პოლიტიკური წარსული. ყველა ის პარტია, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენთ, ხართ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ასრულებთ ერთი ადამიანის დავალებას, იმ ადამიანის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული“
„საუბრობთ ამომრჩევლების პატივისცემაზე, თუმცა თქვენ, როდესაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ნდობა გამოგიცხადათ, საკუთარი ნებით თქვით უარი მანდატზე და საპარლამენტო მუშაობაზე. საუბრობთ პოლიტიკურ თემებზე, თუმცა კარგი იქნებოდა თვალი გედევნებინათ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის, რომელზეც დეტალურად იყო განხილული და გავლილი ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რომლებში აქტიურად მონაწილეობდა თქვენი პოლიტიკური ლიდერი მამუკა ხაზარაძე. საერთოდ არ იცით საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, ზუსტად ამიტომ ისჯებით სამაგალითოდ ყოველ არჩევნებზე. საზოგადოება გიწერთ ორიანს, რადგან ამ წლების განმავლობაში ქვეყნის მტრობის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ“
ზაქარია წიკლაური
„უმრავლესობის წევრებთან მაქვს კონკრეტული კითხვა. მე ვარ სამგორის მაჟორიტარი, სისტემატურად ვხვდები მოქალაქეებს და ვიცი მათი საჭიროებები. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუჯეტში არის თანხა, თუმცა მისი სრულყოფილად ათვისება ვერ ხერხდება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს და თბილისის საქალაქო სამსახურს იმისთვის, რომ დაუღალავად შრომობენ, რათა დედაქალაქში ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. თბილისი არ არის მხოლოდ რუსთაველის გამზირი და სხვა დიდი პროექტები. სამგორის რაიონში დღემდე ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ დეტალები, მათ აინტერესებთ შედეგი. ჩვენ გვაქვს აუთვისებელი თანხები და მინდა, რომ ის სწორად იყოს მიმართული. ჩვენ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას და მათ თუ უნდათ გზა ან საცხოვრებელ სახლთან სკვერი, უნდა გავუკეთოთ. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სხდომისთვის უფრო დეტალურად განვიხილავთ და წარმოვადგენთ ასათვისებელ თანხას. ჩვენ მოსახლეობამ გამოგვიცხადა ნდობა და მათ უნდა იცოდნენ, რატომ ვერ ვასრულებთ ამა თუ იმ პროექტს“
ზაქარია წიკლაური
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზაქარია წიკლაური: როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები