ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაქარია წიკლაური: როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?!

ხალხის ძალა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის საქართველოში მოვლენებს ძალადობად ნათლავდა, ხოლო საფრანგეთში აქციის მონაწილეთა დარბევას ევროპულ სტანდარტად მიიჩნევს.

ზაქარია წიკლაური: როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?!
ზაქარია წიკლაური: როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?!იმედინიუსი

საფრანგეთსა და ბელგიაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მედიასთან აფასებს.

მისი თქმით, ევრობიუროკრატებს პატარა და მათთვის უმნიშვნელო სახელმწიფოებთან, მათ შორის, საქართველოსთანაც განსხვავებული დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი აქვთ.

„საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი ჩვენთვის ახალი არ არის. მათთვის უმნიშვნელო პატარა სახელმწიფოების მიმართ ევრობიუროკრატებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და ასეთ დროს მათთვის ორმაგი სტანდარტიც მისაღებია. სწორედ ამის მაგალითია საქართველოც.

ამ კონკრეტულმა ევრობიუროკრატებმა დააფინანსეს ის ადგილობრივი ძალები, რომლებიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მანამდეც ბევრი რევოლუციური სცენარი იყო. მაშინ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები პირდაპირ იდგნენ მომიტინგეების გვერდით და ამას არც კი ერიდებოდნენ. ამ დროს კი აგრესიულად განწყობილი ქართველი მომიტინგეები სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციური სცენარის აქტიურ ფაზაში გადაყვანას ცდილობდნენ. რომ არა ქართველი სამართალდამცავები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად დაიცვეს ქვეყანა, მივიღებდით კიდევ ერთ რევოლუციას, რომელსაც, კარგად ვიცით, რა ქაოსის შექმნა შეეძლო ქვეყანაში.

მაშინ ევროკავშირის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ სახელმწიფო ჩაგრავს მომიტინგეებს. მაგრამ დღეს საფრანგეთის შუაგულში ვუყურებთ, თუ როგორ ასახიჩრებენ და ფიზიკურად უსწორდებიან აქციის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები, თანაც ისე, რომ არც ასაკს უყურებენ და არც სქესს. თურმე ყოველივე ეს ევროკავშირის სტანდარტი ყოფილა და ამაზე ხმას არავინ იღებს!

როდესაც საქართველოში ევრობიუროკრატების მიერ წაქეზებული ადამიანები პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდნენ, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, ცდილობდნენ რევოლუციის მოხდენას, ეს თურმე დემოკრატია ყოფილა, ხოლო ხელისუფლება, რომელიც ამის აღკვეთასა და წესრიგის დამყარებას ცდილობდა, არაევროპულად მიიჩნიეს.

ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი ყოველგვარ ლოგიკას სცდება. ამას ქართული საზოგადოება თვალყურს ადევნებს და ზუსტად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე.

როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?! საფრანგეთის სამართალდამცავები იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და იგივეს ვაკეთებდით ჩვენც.

როგორ შეიძლება, ჰერჩინსკი აქ განვითარებულ მოვლენებს ძალადობას უწოდებდეს, ხოლო საფრანგეთში მიმდინარე პროცესები მოსწონდეს და ამას „ევროპულ სტანდარტს“ უწოდებდეს?! ანუ, იქაც სამართალდამცავები იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამას ვამბობდით ჩვენ“, - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი ჩვენთვის ახალი არ არის. მათთვის უმნიშვნელო პატარა სახელმწიფოების მიმართ ევრობიუროკრატებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და ასეთ დროს მათთვის ორმაგი სტანდარტიც მისაღებია. სწორედ ამის მაგალითია საქართველოც. ამ კონკრეტულმა ევრობიუროკრატებმა დააფინანსეს ის ადგილობრივი ძალები, რომლებიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მანამდეც ბევრი რევოლუციური სცენარი იყო. მაშინ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები პირდაპირ იდგნენ მომიტინგეების გვერდით და ამას არც კი ერიდებოდნენ. ამ დროს კი აგრესიულად განწყობილი ქართველი მომიტინგეები სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციური სცენარის აქტიურ ფაზაში გადაყვანას ცდილობდნენ. რომ არა ქართველი სამართალდამცავები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად დაიცვეს ქვეყანა, მივიღებდით კიდევ ერთ რევოლუციას, რომელსაც, კარგად ვიცით, რა ქაოსის შექმნა შეეძლო ქვეყანაში. მაშინ ევროკავშირის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ სახელმწიფო ჩაგრავს მომიტინგეებს. მაგრამ დღეს საფრანგეთის შუაგულში ვუყურებთ, თუ როგორ ასახიჩრებენ და ფიზიკურად უსწორდებიან აქციის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები, თანაც ისე, რომ არც ასაკს უყურებენ და არც სქესს. თურმე ყოველივე ეს ევროკავშირის სტანდარტი ყოფილა და ამაზე ხმას არავინ იღებს! როდესაც საქართველოში ევრობიუროკრატების მიერ წაქეზებული ადამიანები პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდნენ, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, ცდილობდნენ რევოლუციის მოხდენას, ეს თურმე დემოკრატია ყოფილა, ხოლო ხელისუფლება, რომელიც ამის აღკვეთასა და წესრიგის დამყარებას ცდილობდა, არაევროპულად მიიჩნიეს. ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი ყოველგვარ ლოგიკას სცდება. ამას ქართული საზოგადოება თვალყურს ადევნებს და ზუსტად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?! საფრანგეთის სამართალდამცავები იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და იგივეს ვაკეთებდით ჩვენც. როგორ შეიძლება, ჰერჩინსკი აქ განვითარებულ მოვლენებს ძალადობას უწოდებდეს, ხოლო საფრანგეთში მიმდინარე პროცესები მოსწონდეს და ამას „ევროპულ სტანდარტს“ უწოდებდეს?! ანუ, იქაც სამართალდამცავები იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამას ვამბობდით ჩვენ“
ზაქარია წიკლაური
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?