პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიგა ფარულავა - ობიექტური შემფასებლის თვალით, „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესებს აგებს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

გიგა ფარულავას განცხადებით, ობიექტური შემფასებლის თვალით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს აგებს, თუმცა სასამართლომ მტკიცებულების გამოკვლევის პროცედურა გამოტოვა.

გიგა ფარულავა - ობიექტური შემფასებლის თვალით, „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესებს აგებს
ინტერპრესნიუსი

ობიექტური შემფასებლის თვალით, „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესებს აგებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევის პროცედურა გამოტოვა, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო დაარწმუნებდა სარჩელის აბსურდულობაში.

„დღეს ამ განვლილი პერიოდით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, ობიექტური შემფასებლის თვალით, „ოცნება“ ამ პროცესებს აგებს. ძალიან სამწუხარო იყო ის ფაქტი, როდესაც სასამართლომ გამოტოვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მტკიცებულების გამოკვლევის პროცედურა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარეს მაინც ჰქონდა შესაძლებლობა, კითხვა-პასუხის რეჟიმი დაეთმო იმით, რომ წარედგინა თავისი მტკიცებულებები. მტკიცებულების გამოკვლევა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამას საზოგადოება უყურებს, საჯარო არის და ობიექტური შემფასებელი თავად ნახავდა, დარწმუნდებოდა კიდევ უფრო მეტად იმ აბსურდულობაში ამ კონკრეტული სარჩელის, რაც აქვთ მათ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული. დაველოდოთ პროცესებს, ჩემი შეფასებით, ვფიქრობ, რომ ალბათ ძალიან მალე გვეცოდინება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფარულავამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგა ფარულავა - ოთარ ფარცხალაძე შეიძლება იყოს ერთ-ერთი დამაკავშირებელი ჭანჭიკი ბიძინას და რუსეთს შორის - არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია, ეს ფარსი და ბუტაფორიააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები