პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე885 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!885 ჩანაწერი · 13 მედია

გიგა ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება, დასტურდება, რომ „ოცნება“ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული სარჩელით მარცხდება

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

გიგა ფარულავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება და „ოცნება“ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული სარჩელით მარცხდება.

გიგა ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება, დასტურდება, რომ „ოცნება“ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული სარჩელით მარცხდება
პირველი არხი

ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მაღალი მტკიცებულების სტანდარტი სჭირდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია აიკრძალოს, რასაც დღეს ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლომ საერთოდ გამოტოვა.

„ქართულმა ხალხმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არსებულ რეჟიმს უარი უთხრა. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლება იყო სისტემური და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობდა. არაერთი დადასტურებული ფაქტია, მათ შორის, ევროპული სასამართლოს მიერ, რომ იმ პერიოდში კონკრეტული დანაშაულებები სისტემური იყო. ამაზე არავინ არ დავობს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს სხვა შეფასების საგანია. ნებისმიერ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში მაღალი მტკიცებულების სტანდარტი სჭირდება იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია აიკრძალოს. დღეს რასაც ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მიმდინარე პროცესში „ოცნება“ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული სარჩელით მარცხდება. სამწუხაროა ფაქტი, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლომ საერთოდ გამოტოვა, რადგან კიდევ უფრო ნათლად დასტურდებოდა „ოცნების“ სარჩელის აბსურდულობა პარტიების აკრძალვის ნაწილში. განსაკუთრებით, ჩვენს პარტიას ვგულისხმობ, რადგან ამ სარჩელში ხელოვნურად და დაჩქარებულად ვართ ჩამატებული“, – აღნიშნა ფარულავამ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს, ეს ფორმალურად გააფორმოს, არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სხვა გადაწყვეტილება დადგებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები