ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიგა ფარულავა – „ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება და მისი დაკავშირება რაიმე ლოგიკასთან შეუძლებელია

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება და ლოგიკასთან დაკავშირება შეუძლებელია. მისი თქმით, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სარჩელში მათი პარტიის აკრძალვას მოითხოვდნენ და ისინი პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებენ.

გიგა ფარულავა – „ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება და მისი დაკავშირება რაიმე ლოგიკასთან შეუძლებელია
გიგა ფარულავა – „ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება და მისი დაკავშირება რაიმე ლოგიკასთან შეუძლებელიაპირველი არხი

„ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება და მისი დაკავშირება რაიმე ლოგიკასთან შეუძლებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ საკონსტიტუციო სარჩელში მათი პარტიის აკრძალვას მოითხოვდნენ.

„ჩვენთვის არაფერი იცვლება, იმ პოლიტიკურ ბრძოლას ვაგრძელებთ, სადაც ვიმყოფებით. ერთადერთი რაც იცვლება, ეს არის მოტივაცია, რომ პოლიტიკურ ველზე ბრძოლა უფრო მეტად გავაგრძელოთ“,- განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელით უკვე მოთხოვნილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის არაფერი იცვლება, იმ პოლიტიკურ ბრძოლას ვაგრძელებთ, სადაც ვიმყოფებით. ერთადერთი რაც იცვლება, ეს არის მოტივაცია, რომ პოლიტიკურ ველზე ბრძოლა უფრო მეტად გავაგრძელოთ“
გიგა ფარულავა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.