პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – ქალთა, ბავშვთა, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისთვის გადაიდგა მორალურად, ეთიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სუროგაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროექტი მომზადდება

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუროგაცია ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით მისი აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პროექტი მომზადდება.

ირაკლი ქადაგიშვილი – ქალთა, ბავშვთა, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისთვის გადაიდგა მორალურად, ეთიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სუროგაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროექტი მომზადდება
პირველი არხი

სუროგაცია მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ საქმიანობად, რომელიც არის მათ შორის, ქალთა და ბავშვთა უფლებების შებღალვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი ანგარიში არსებობს, მათ შორის გაერო-ს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული, სადაც სუროგაციასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიციებია დაფიქსირებული.

„საქართველოსთან მიმართებითაც იყო მრავალი, შესაბამისი უარყოფითი ანგარიში. სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა და ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის სიკეთე, რომელზეც შეიძლება, ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც სუროგაციის, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი მომზადდება. ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალთა და ბავშვთა და ზოგადად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის გადადგმული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოსუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა - ირაკლი ქადაგიშვილი
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები