პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე

ქართული ოცნება

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ბიზნესად ქცეული სუროგაცია ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა, რის გამოც მმართველმა გუნდმა მისი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე
იმედინიუსი

ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, სუროგაცია არღვევს როგორც ქალთა, ასევე ბავშვთა უფლებებს.

„არსებობს უამრავი ანგარიშები, მათ შორის გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ჯანდაცვის მიერ გამოქვეყნებული, სადაც სუროგაციასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიციებია დაფიქსირებული. ამასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებითაც იყო მრავალი შესაბამისი უარყოფითი ანგარიში. ზოგადად, სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი მომზადდება. ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა - ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები