პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტი

მმართველი გუნდი საქართველოში სუროგაციის აკრძალვის კანონპროექტს ამზადებს. დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა.

სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა - ირაკლი ქადაგიშვილი
რუსთავი 2

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს.

ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ სუროგაციას და არა ინვიტრო განაყოფიერებას. სიახლის შესახებ პირველი განცხადება გუშინ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა.

"არსებობს უამრავი ანგარიშები, მათ შორის, გაეროს მიერ გამოქვეყნებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული, სადაც სუროგაციასთან დაკავშირებით უარყოფითი, მკვეთრად უარყოფითი პოზიციები არის დაფიქსირებული. ამასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებითაც იყო მრავალი, ასე ვთქვათ, შესაბამისი უარყოფითი ანგარიში.

ზოგადად სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის, ასე ვთქვათ, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის რაღაცა სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ასე ვთქვათ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე.

ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები