პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ
მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა, რომელთა შორის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულებიც არიან. ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებულთაგან 216 საპატიმრო, 16 კი არასაპატიმრო სასჯელს იხდიდა.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ. მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე ადამიანს, მათ შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია.
პენიტენციურ დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ყველა მათგანმა ჩადელი დანაშაული აღიარა, მოინანია და, შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტს მიმართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ - პენიტენციური
პენიტენციურში ამბობენ, რომ შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, საპატიმროებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დაკავებული გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც დატოვებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…