პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„მამუკა მდინარაძეს 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, 73 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა უთვალთვალებდა“ – ლაშა ფარულავა

ნაციონალური მოძრაობა

ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძეს 73 დღის განმავლობაში სახელმწიფო დაცვა უთვალთვალებდა და იგი შიდა პატიმრობაში ჰყავდათ, რაშიც, მისი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ჩაერია.

„მამუკა მდინარაძეს 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, 73 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა უთვალთვალებდა“ – ლაშა ფარულავა
ალია

ნაცმოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ეხმაურება:

„მამუკა მდინარაძეს 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, 73 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა უთვალთვალებდა, ანუ, შიდა პატიმრობაში ჰყავდათ. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია. მისი თვალი და ყური ანზორ ჩუბინიძე იყო, რომელიც მამუსგან უფრო ადრე გაათავისუფლეს, ვიდრე თავად მდინარაძე.

მამუს ხალხის დახსნა დასრულდა: ფინანსური პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე უკვე გაათავისუფლეს.

შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიაროს მდინარაძის მეგობარმა, გენერალურმა პროკურორმა გვარაკიძემაც.

ამ ყველაფრის ფონზე სულ უფრო რეალური ხდება, რომ მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს.

პოლიტიკური პარადოქსია: კაცი, რომელიც საკუთარ გუნდში კორუფციას ებრძოდა, შესაძლოა, თავად გახდეს იმ სისტემის პატიმარი, რომელშიც კორუფცია არა გამონაკლისი, არამედ მართვის წესია.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ივანიშვილის სისტემაში ერთგულება დროებითია, ძალაუფლება კი პირობითი, ხოლო პოლიტიკური კარიერა მთავრდება მაშინ, როცა პატრონი ასე გადაწყვეტს”

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილაშა ფარულავა - სულ უფრო რეალური ხდება, მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები