საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს დენ ბაიერსს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელ დენ ბაიერსს შეხვდა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და შუა დერეფნის პროექტები განიხილა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს დენ ბაიერსს 19 ნოემბერს პარტნიორობის ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის (P-TEC) მე-7 მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფანი. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესების პროექტის სტატუსი.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე.
გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს განახლებადი ენერგიის განვითარების სფეროში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მხრივ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…