პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე - ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს მსოფლიოს ამჯერად ბარსელონიდან აცნობს

ბარსელონაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო 2 500-ზე მეტ უცხოურ კომპანიას საკუთარ ტურისტულ პოტენციალსა და პროდუქტებს აცნობდა.

ესპანეთში გამართული ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა უცხოური კომპანიებისთვის საქართველოსთან საქმიანი კავშირების დაწყების პლატფორმად იქცა. სხვადასხვა ქვეყნის 2 500-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა მიეცა ქვეყნის საქმიანი ტურიზმის პოტენციალსა და ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდა.

საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული გამოფენის სტუმრები, საქართველოს შესახებ ინფორმაციას, ეროვნულ სტენდთან ეცნობოდნენ. ქართულმა კომპანიებმა მსხვილი კორპორაციებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასშტაბური ღონისძიებებისთვის გამორჩეული სერვისები შესთავაზეს.

თვითმყოფადი ქვეყანა მრავალფეროვანი შეთავაზებებით - ეროვნულ პავილიონში მთავარი აქცენტები საქართველოს უნიკალურ ტრადიციებზე, ისტორიაზე, კულტურასა და კულინარიაზე გაკეთდა. პოტენციური პარტნიორებისთვის მოეწყო სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები.

"აიბითიემ ვორლდ ბარსელონას" საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიები ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მონაწილეობდნენ. მიზანი გლობალურ ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაცია, საქმიანი ტურიზმის განვითარება და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა. ბარსელონაში გამართულ გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდიაც ესწრებოდა.

საერთაშორისო გამოფენის სტუმრები საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ სერვისებს სამი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ. ბარსელონამ ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ინდუსტრიის 12 000-ზე მეტ სპეციალისტს უმასპინძლა.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები