პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან და 10-მდე ქართულ კომპანიასთან ერთად, საქართველოს ტურისტული პოტენციალი ბარსელონაში, გამოფენა „IBTM World Barcelona 2026“-ზე წარადგინა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა
იმედინიუსი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში, „IBTM World Barcelona 2026“ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნულ სტენდთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 10-მდე ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ვიზიტორები სამი დღის განმავლობაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობოდნენ.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები.

საქართველოს სტენდთან გამართულ აქტივობებს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია ესწრებოდა.

„IBTM World Barcelona“ მსოფლიოში საქმიანი (MICE) ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური პლატფორმაა. წლევანდელ გამოფენაში 2500-ზე მეტი კომპანია და ტურისტული მიმართულება და 12000-ზე მეტი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავებასა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში, საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აგრძელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები