პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმის მერია კიდევ 3 მილიონი ლარის ვიდეო-სათვალთვალო კამერებს შეიძენს

ბათუმის მერია 3 მილიონი ლარის ღირებულების ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟს შეისყიდის, ხოლო მათი მოვლა-პატრონობისთვის ბიუჯეტში 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

ბათუმის მერია კიდევ 3 მილიონი ლარის ვიდეო-სათვალთვალო კამერებს შეიძენს
ბათუმელები

ბათუმის მერია 3 მილიონი ლარის ღირებულების ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟის სამუშაოებს შეისყიდის. გარდა ამისა, მერიამ ბიუჯეტში 2380 ვიდეოსათვალთვალო კამერის მოვლა-პატრონობის ხარჯის სახით ბიუჯეტში 2 მილიონამდე ლარი გაითვალისწინა [1 965 100] 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში.

375 ვიდეო-სათვალთვალო კამერის შეძენაზე მერიამ ტენდერში 2026 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 1 მილიონ 993 450 ლარი იყო. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შპს „დელტა კონსალტინგთან“ 20 ოქტომბერს გააფორმეს.

ბათუმის მერიის საქალაქო და ინფრასტრუქტურის სამმართველომ 2 მილიონამდე ღირებულების [1 972 300] ვიდეო სათვალთვალო კამერები იყიდა გასულ წელსაც, მიმწოდებელი ამ შემთხვევაშიც იგივე კომპანია, შპს „დელტა კონსალტინგი“ იყო.

ამ კომპანიისგან ბათუმის მერიას 2021-2024 წლებში ჯამში 7 მილიონამდე ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმებია იგივე მომსახურებაზე.

შპს „დელტა კონსალტინგი“ 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა, კომპანიის წილებს დავით გიორგაძე [20%] გიორგი მიროტაძე [20%] და დავით ჯალიაშვილი ფლობენ [60%].

2027 წელს 1 მილიონ 124 420 ლარის ღირებულების ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟის სამუშაოების შესყიდვას გეგმავს ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
3 მილიონი ლარი ავტობუსის მოსაცდელებისთვის ბათუმში – უცნობია, სად და რის დადგას აპირებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები