ვისი საკუთრება ხდება მიწები საქართველოში? - "შაბათის ეთერის" გამოძიება
„შაბათის ეთერის“ გამოძიებით, სოფელ თამარისში მიწების მფლობელები მხოლოდ არაბული ქვეყნების მოქალაქეები გახდნენ, რის გამოც ადგილობრივებმა და ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ტერიტორიაზე ჯვარი აღმართეს.

ვისი საკუთრება ხდება მიწები საქართველოში? - "შაბათის ეთერი" გიჩვენებთ დაგიყვებათ ახალ დასახლებაზე ქვემო ქართლში, (დაახლოებით 20 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია) სადაც საკარმიდამო ნაკვეთის ყველა მფლობელი ეგვიპტის და არაბული ქვეყნების მოქალაქეა.
იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით დგინდება, რომ სოფელ თამარისში ახალი დასახლებისთვის მიწების გაყიდვ, 2021 წლიდან დაიწყო და მათ შორის არც ერთი საქართველო მოქალაქე არ არის.
არაბული ქვეყნების ჯამში 15 მოქალაქე თამარისში ტერიტორიას უკვე ფლობს. მიწის დანარჩენი ნაკვეთები დეველოპერული კომპანია "ლოფთ დეველოპმენტის" სახელზეა გაფორმებული. ამ კომპანიის დამფუძნებელიც ეგვიპტის მოქალაქეა. ახალი დასახლების ასაშენებლად გამზადებულ 2 ჰექტარ ტერიტორიას, სახელმწიფოს კუთვნილი კიდევ 20 ათასი კვადრატული მეტრის ორი მიწის ნაკვეთი ემიჯნება. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ არაბების მიერ შეძენილი მიწების მომიჯნავედ დარჩენილი ფართობებიც არაბების ხელში აღმოჩნდება.
"ლოფთ დეველოპმენტი", რომელიც თამარისის მიწების ნაწილის მფლობელია, სამშენებლო ბიზნესშია ჩართული, საქართველოს დედაქალაქშიც. ეს კომპანია მშენებარე კორპუსებში ბინებს ერთიანად ყიდულობს და შემდეგ ყიდის. შპს-ს სახელზეა რამდენიმე ათეული უძრავი ქონება.
თამარისის მიწებით დაინტერესებული ,,იქს ლაივიც’’ ქართული სამშენებლო ბიზნესის ავანგარდში აღმოჩნდა."შაბათის ეთერმა" ეგვიპტის მოქალაქის, მაჰმუდ აჰმედ აბდელათიფ მუჰამედ აბუტალების ბიზნესინტერესებს, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე აშენებული ცათამბჯენში მიაკვლია.
თამარისელები ითხოვენ სახელმწიფომ უკან დაუბრუნოს ეგვპიტელ მოქალაქეებს ფული და თამარისელებს მათი მიწა. ეკლესიის მხარდაჭერა ადგილობრივებს უკვე აქვთ. განგაშის ზარი პირველმა სწორედ მარნეულისა და ჰუჯაბის მთავარეპისკოპოსმა შემოჰკრა. ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის ინიციატივით, დღეს, 21 ნოემბერს, სიმბოლურად, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც არაბების შეძენილი მიწებია, ჯვარი აღიმართა. უმაღლესი სასულიერო იერარქი და ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნაბიჯით ცდილობენ ხელი შეუშალონ აქ არაბული დასახლების გაჩენას.
"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი კომპანიები, საქართველოში მიწის ფართობებს ერთიანად ყიდულობენ და კომპაქტური ჩასახლების ადგილების შექმნას ცდილობენ.
დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსში მფლობელების 30 % არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან. ბოხუას ქუჩა კიდევ ერთი მისამართია, სადაც უძრავი ქონების მიმართ, მათი ჭარბი ინტერესი იკვეთება. აქ 110-დან 35 ბინა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის.
ასევე "შაბათის ეტერმა" მიაკვლია, რომ ეგვიპტის მოქალაქეებს ეკუთვნით ტაბახმელაში, ახალ ელიტურ დასახლებაში ოთხსართულიანი ვილები. 54 ძვირაღირებული სახლიდან დიდი ნაწილი გასაყიდია. რაც გაყიდულია ისიც ეგვიპტის მოქალაქეებს ეკუთვნით.
ბათუმისა და თბილისის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების ყიდვის გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ინტერესის საგანია მიწები რეგიონებში. ამასაც ქონების რეესტრის მონიტორინგით ვადგენთ. გაჭირვებული გლეხებისგან ისინი ნაკვეთებს ყიდულობენ და ნაბიჯ ნაბიჯ კახეთშიც ფართობები უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა. ადგილობრივები საგარეჯოდან ყვებიან, რომ მიწის დიდი ფართობები, მოსახლეობამ უსახსრობის გამო გაყიდა. მყიდველები ამ შემთხვევაშიც არაბები არიან.
დედოფლისწყაროში არაბებზე გასხვისებული მიწების მასშტაბი და რაოდენობა კიდევ უფრო საგანგაშოა. თუ მარნეულოს სოფელ თამარისში, ჯამში 20 ათასი კვადრატული მეტრი მიწა იყიდეს, დედოფლისწაროში, ამ ოდენობის ფართობი მხოლოდ ერთი მესაკუთრისგან აქვთ შეძენილი. საინტერესოა ის, რომ ტერიტორიებს სტატუსები ძველმა მფლობელებმა, არაბებისთვის მიყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე შეუცვალეს. სქემაში ჩართული აღმოჩნდა, დაპატიმრებული ექსპრემიერის ბიძა ზურაბ გონაშვილიც, იგივე კაკაშა.
"შაბათის ეთერმა" შეისწავლა დოკუმენტების მხოლოდ ნაწილი და აღმოვაჩინეთ, რომ ზურაბ გონაშვილმა არაბებს არა მხოლოდ 50 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მიჰყიდა, არამედ კანონისთვის გვერდის ასავლელად, მიწებს სტატუსიც შეუცვალა.
არაბები რომ ყველაზე მეტ უძრავ ქონებას ყიდულობენ ჩვენს ქვეყანაში, ამას სამშენებლო კომპანიებიც ადასტურებენ.
"ალიანს ჯგუფი", თბილისსა და ბათუმში არა ერთი ცათამბჯენს აშენებს. ეს მათი აღიარებაა, რომ მყიდველებს შორის, შეძენილი ბინების რაოდენობის მიხედვით, 1 ადგილზე, სწორედ არბაული ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ვრცლად ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…