პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში, საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან და 10-მდე ქართულ კომპანიასთან ერთად, საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში, „IBTM World Barcelona“-ს გამოფენაზე წარადგინა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში, საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა
რუსთავი 2

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში, „IBTM World Barcelona 2026“ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნულ სტენდთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 10-მდე ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ვიზიტორები სამი დღის განმავლობაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობოდნენ. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები. საქართველოს სტენდთან გამართულ აქტივობებს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია ესწრებოდა.

„IBTM World Barcelona“ მსოფლიოში საქმიანი (MICE) ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური პლატფორმაა. წლევანდელ გამოფენაში 2 500-ზე მეტი კომპანია და ტურისტული მიმართულება და 12 000-ზე მეტი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავებასა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ტურიზმის პოტენციალს დიდ ბრიტანეთში ეცნობიან - ტურიზმის ადმინისტრაცია ქართულ კომპანიებთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები