პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი - მოპასუხე მხარის კითხვები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე - რაც არ უნდა მოიფიქრონ, ფაქტებს ვერ გაექცევიან

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის კითხვები სუსტი და არარელევანტური იყო და ისინი ფაქტებს ვერ გაექცევიან.

თორნიკე ჭეიშვილი - მოპასუხე მხარის კითხვები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე - რაც არ უნდა მოიფიქრონ, ფაქტებს ვერ გაექცევიან
ინტერპრესნიუსი

მათი კითხვები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კითხვები „აბსოლუტურად არარელევანტური“ იყო.

„როდესაც საზოგადოებამ გასულ დღეებში იხილა, ჩვენს კითხვებზე მათი უსუსტესი პასუხები, ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო ამაზე რთულ მდგომარეობაში საზოგადოებას როგორ შეიძლებოდა დაენახა მოპასუხე მხარე, მაგრამ რეალურად, მათი კითხვები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში. ეს იყო აბსოლუტურად არარელევანტური, უტრიალებდნენ, როგორც წესი, ერთსა და იმავე თემას და მთელ რიგ შემთხვევაში საჭირო ხდებოდა კითხვის მოხსნა. ცდილობდნენ სხვადასხვა სიტყვებით უბრალოდ ერთსა და იმავე შინაარსზე მოეხდინათ აპელირება კითხვების ფორმით. რაც არ უნდა მოიფიქრონ, ფაქტებს ვერ გაექცევიან. ფაქტები ცხადყოფს ერთს ძალიან მკაფიოდ, დიახ, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი, სადისტური რეჟიმის პირობებში საქართველოში საქმე გვქონდა ადამიანის უფლების სისტემურ და სისტემატურ დარღვევასთან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეებმა და ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის არაკონსტიტუციური მისწრაფებები, არაკონსტიტუციური ბუნება, რომელიც გააჩნია კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" და მის სისტემაში შემავალ ე.წ. პოლიტიკურ პარტიებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები