პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ვმოქმედებდით მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტით, როდესაც სარჩელში ვახდენდით ამა თუ იმ პარტიის შეყვანას

გახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ პარტიების ასაკრძალ სარჩელში მათი შეყვანისას მაღალი კეთილსინდისიერებით მოქმედებდნენ და „გახარია საქართველოსთვის“ თავდაპირველ ვერსიაში არ ყოფილა, თუმცა პარლამენტის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების გამო მათთვის მიცემული შანსი ამოიწურა.

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ვმოქმედებდით მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტით, როდესაც სარჩელში ვახდენდით ამა თუ იმ პარტიის შეყვანას
იმედინიუსი

ჩვენ ვმოქმედებდით მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტით, როდესაც სარჩელში ვახდენდით ამა თუ იმ პარტიის შეყვანას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერის კითხვის პასუხად.

ჭეიშვილმა გახარიას პარტიის წარმომადგენელსა და სტუდიაში მყოფ ახალგაზრდეს ურჩია კრიტიკულად გაფილტრონ ის მზა ნარატივი, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს მათ შორის იმ პარტიების მხრიდან, რომელიც მოცემულ მომენტში მათი ფავორიტები არიან.

„თქვენ საუბრობდით განსხვავებული აზრის აკრძალვის შესახებ, მოდი ძალიან მარტივი კითხვა დავსვათ. თქვენ თუ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლების რეალიზაციას უწოდებთ განსხვავებული აზრის აკრძალვას, მემგონი უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას არ იზიარებთ, იმასთან მიმართებით, რომ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკური წარმონაქმნი შეიძლება იყოს არაკონსტიტუციურად გამოცხადებული და აკრძალული. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის 88 წევრმა ისარგებლა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. ამის კვალიფიკაცია განსხვავებული აზრის დევნად, როგორც მინიმუმ, არის ან გადაჭარბებული ან საჭიროებს შესაბამის კრიტიკულ ანალიზს ეს ფრაზა.

ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ვერ დავტოვებთ საფრთხეს დღის წესრიგში. ჩვენ ვმოქმედებდით მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტით, როდესაც სარჩელში ვახდენდით ამა თუ იმ პარტიის შეყვანას. სარჩელის თავდაპირველ ვერსიაში თქვენი ფავორიტი პარტია არ იყო, მაგრამ როდესაც უკვე იყო საკმარისი ნიშანი იმისა, რომ არაკონსტიტუციური განწყობები ჭარბობდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ისინი ემზადებოდნენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობიის მისაღებად, მათ ერთგვარი შანსი მიეცათ. თუმცა მკაფიოდ წარმოჩინდა, რომ პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება ეს იყო არა მზაობა იმისა, რომ დემოკრატიური პროცესის ნაწილი გამხადარიყვნენ, არამედ ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ფაქტობრივად ყველა სასესიო გამოსვლა გამორჩეული იყო იმით, რომ სვამდნენ კითხვის ნიშანს პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ავლენენ იმგვარ მისწრაფებებს, რომელიც წინააღმდეგობრივია ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრებისთვის“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" საკონსტიტუციო წესრიგი და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე არაფრად მიაჩნდა, ეს მათი ხელწერააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები