,, რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა?.. ” – მეუფე იობი
მიტროპოლიტმა იობმა „ქართული ოცნების“ კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მას კი არა, ღმერთი და ეკლესია შეურაცხყო, რითაც მათი ურწმუნოება და ფარისევლობა გამოჩნდა.

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი მის მიმართ „ქართული ოცნების“ კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს:
,,მე, ჩემს წინა ქადაგებაში, ყველა ჩემს სიტყვას ახსნას გავუკეთებ. რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. როგორც თქვენ დღეს სახარებაში მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხყოფენ, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხვყვეს ღმერთი, შეურაცხვყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი და ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის, იმიტომ, რომ მას არ სურს, რომ დაიღუპოს. რწმენა ეშმკასაც აქვს, ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობის არის ეკლესიური ცხოვრება. ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხოვრება გვინდა, ჩვენი სული უნდა ცხონდეს. აი, ეს არის მორმწუნეობა, ეს არის ეკლესიურობა. ბევრს ჰგონია, რომ სანთლით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა. ზუსტად, უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ფარისევლობაა ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ…
… მთელი იმედები და სასოება უნდა მივმართოთ ღვთისკენ. ჩვენი ერის ცხოვრება სასწაული არის. ძალიან დიდი სასწაული არის ის, რომ ჩვენ აქამდე მოვაღწიეთ და მომავალშიც, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველო, მე ამის იმედი მაქვს და ძალიან დიდი შედეგი ექნება, თუ ხელისუფლება იქნება ეკლესიური. ამ ორი ძალის შერწყმა, საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთად შერწყმა, ქრისტეში ერთად ყოფნა არის დიდი გამარჯვება საქართველოსი, როგორც იყო ეს დავით მეფის დროს და თამარ მეფის დროს, ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს ისტორიულად. ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს აუცილებელია, ჩემი მოთხოვნა კი არ არის, ჩემი სურვილი არის და მოთხოვნაც, შეძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური. აი, ამას ვლოცულობ, ამაშია დიდი ძალა.
მე რამდენჯერ მინახავს მისი უწმინდესობა, აწ გარდაცვლილი, ცხონებული ილია მეორე, რომ დამწუხრებით უთქვამს, რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო? მე, შვიდი წელი ვიყავი უწმინდესის ქორ-ეპისკოპოსი, ძალიან ახლოს იყავი და ძალიან ბევრი რამ მომისმენია. თუნდაც ის უშიშროების საბჭო რომ არსებობს ქვეყანაში, აი, ამ საბჭოს წევრი რატომ არ ვარო, ასე თქვა, პატრიარქმა. მე ხომ, მათზე ნაკლებად არ მტკივა გული ქვეყანაზეო, მე ძალიან ვწუხვარ ქვეყნის მომავლით, ქვეყნის მდგომარეობითო. ეს მარტო ჩემთან კი არ უთქვამს, სხვა ადამიანებიც ყოფილან და იმათაც მოუსმენიათ ამის შესახებ“ – განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია- მეუფე იობი: მე კი არ შეურაცხმყვეს, არამედ ღმერთი, ეკლესია
მეუფე იობი - რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით - მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი - ფარისევლობაა, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ
„მათ მე კი არა, ღმერთსა და ეკლესიას მიაყენეს შეურაცხყოფა“ - მიტროპოლიტი იობი "ოცნებას" პასუხობს
მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…