„მათ მე კი არა, ღმერთსა და ეკლესიას მიაყენეს შეურაცხყოფა“ - მიტროპოლიტი იობი "ოცნებას" პასუხობს
მიტროპოლიტი იობი „ქართული ოცნების“ კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რეაქციამ დაადასტურა მისი შეფასება ხელისუფლების „ურწმუნოებასა“ და „არაეკლესიურობაზე“, რითაც მათ შეურაცხყვეს ღმერთი და ეკლესია.

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი მის მიმართ „ქართული ოცნების“ კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს. სასულიერო პირის თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი რეაქციით დაადასტურა მისი შეფასება, რომ მმართველი გუნდი „ურწმუნო“ და „არაეკლესიურია“.
მეუფე იობი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოთქმული შეურაცხმყოფელი შეფასებებით ხელისუფლების მხარდამჭერებმა არა პირადად მას, არამედ ღმერთი და ეკლესია შეურაცხყვეს.
მე, ჩემს წინა ქადაგებაში, ყველა ჩემს სიტყვას ახსნას გავუკეთებ. რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. როგორც თქვენ დღეს სახარებაში მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხყოფენ, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხვყვეს ღმერთი, შეურაცხვყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი და ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის, იმიტომ, რომ მას არ სურს, რომ დაიღუპოს. რწმენა ეშმკასაც აქვს, ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობის არის ეკლესიური ცხოვრება. ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხოვრება გვინდა, ჩვენი სული უნდა ცხონდეს. აი, ეს არის მორმწუნეობა, ეს არის ეკლესიურობა. ბევრს ჰგონია, რომ სანთლით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა. ზუსტად, უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ფარისევლობაა ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, - თქვა მეუფე იობმა ქადაგებისას.
ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკის შემდეგ სასულიერო პირის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შესახებ „მითების დეტექტორი“ კვლევას აქვეყნებს.
მკვლევრების ინფორმაციით, მიტროპოლიტის დისკრედიტაციისთვის იყენებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიზუალებს, მანიპულირებულ ვიდეოკადრებსა და დასპონსორებულ პოსტებს. პროცესში ჩართული არიან ანონიმური ფეისბუქგვერდები, პროსახელისუფლებო მედია და ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები.
კვლევის თანახმად, გავრცელებული მასალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიტროპოლიტ იობის მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებაა.
ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები:
“ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
"ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს
სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია- მეუფე იობი: მე კი არ შეურაცხმყვეს, არამედ ღმერთი, ეკლესია
მეუფე იობი - რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით - მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი - ფარისევლობაა, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ
მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი
,, რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა?.. ” – მეუფე იობი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…