მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის განცხადებით, ხელისუფლების გამოხმაურებებით წარმოჩინდა, რომ ისინი მორწმუნეები არ არიან და მათ ღმერთი და ეკლესია შეურაცხყვეს.
![მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი](/thumb/251094-960-0ab95993.webp)
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) განცხადებით, მის ნათქვამზე გამოხმაურებებით ხელისუფლებამ თავის თავი წარმოაჩინა.
ამის შესახებ მიტროპოლიტმა იობმა დღეს, 21 ნოემბერს, ქადაგებისას ისაუბრა.
მიტროპოლიტის თქმით, ხელისუფლების გამოხმაურებებით წარმოჩინდა, რომ ისინი მორწმუნეები არ არიან.
„მე ჩემს წინა ქადაგებაში ყველა ჩემს სიტყვას ახსნას გავუკეთებ. რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით… მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აი აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი.
ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის, იმიტომ, რომ მას არ სურს დაიღუპოს. რწმენა ეშმაკსაც აქვს. ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობის არის ეკლესიური ცხოვრება, რომ ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხონება გვინდა. აი, ეს არის მორწმუნეობა, ესაა ეკლესიურობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, ფარისევლობა არის როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“
ბევრს ჰგონია, რომ სანთელი დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა. ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობა არის ეს, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია- მეუფე იობი: მე კი არ შეურაცხმყვეს, არამედ ღმერთი, ეკლესია
მეუფე იობი - რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით - მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი - ფარისევლობაა, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ
„მათ მე კი არა, ღმერთსა და ეკლესიას მიაყენეს შეურაცხყოფა“ - მიტროპოლიტი იობი "ოცნებას" პასუხობს
,, რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა?.. ” – მეუფე იობი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…