პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები სცილდება ქრისტიანულ მორალს

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

მეუფე იობმა ხელისუფლება „ურწმუნოებაში“, ხოლო სასულიერო პირთა ნაწილი მათთან „შერწყმაში“ დაადანაშაულა. მის ქადაგებას მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე რეაქციები, ანდრია ჯაღმაიძის მხრიდან კი კრიტიკოსების ლექსიკის დაგმობა მოჰყვა.

ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები სცილდება ქრისტიანულ მორალს
რადიო თავისუფლება

„ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“, - უთხრა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“. მან რადიო თავისუფლების ზარებს არ უპასუხა.

რა იქადაგა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა

10 ნოემბერს მეუფე იობმა ქადაგებით მრევლს მიმართა და ხელისუფლება და ის სასულიერო პირები გააკრიტიკა, რომელთა „უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა“.

„დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის“, - თქვა მან და სასულიერო პირების კრიტიკით განაგრძო საუბარი.

მისი თქმით, „დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის“.

„და რაში გამოიხატება ეს?! - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ, რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - თქვა მან.

განცხადებები მეუფე იობის ქადაგებაზე

მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა ეს ქადაგება, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

„ღმერთმა შეუნდოს“ - თქვა პასუხად დეპუტატმა.

ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო, სოციალურ ქსელში დაწერა: „იობ ტვაიუ მაწ რა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები სცილდება მორალს
  2. TV პირველიოპოზიციურიმეუფე იობის მისამართით გამონათქვამები ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს - დეკანოიზი ანდრია ჯაღმაიძე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურისაპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიტროპოლიტ იობს გამოექომაგა
  5. ალიაოპოზიციური“მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები სცილდება ქრისტიანულ მორალს” – ანდრია ჯაღმაიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე იობს: ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები