პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი

ქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა, და დღეს ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის მცდელობაა.

სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
TV პირველი

სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - ამის შესახებ მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) ამბიონიდან საუბრობს.

როგორც სინოდის გავლენიანმა წევრმა ქადაგებისას თქვა, დღეს მცდელობაა "ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის", რაც მაღალი იერარქის განცხადებით, დაფინასების გაზრდასა და სასულიერო პირებისთვის მინიჭებულ კომფორტში გამოიხატება.

როდესაც კომფორტი იქმნბა სასულიერო პირებში, ძალიან რთულია ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთულია სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით.

მრევლისთვის ძალიან რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება დაითმინონ, ქადაგებ რომ სიღარიბე დაითმინონ, ქადაგებ, ვიღაცას დაეხმარონ და შენ ამას არ აკეთებ, აი, როგორ შეისმენს ამას შენი სულიერი შვილები?!"- აღნიშნავს მაღალი იერარქი.

ასევე ნახეთ:

მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ურწმუნო და არაეკლესიურია.

"ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს

მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს

შეგახსენებთ, რომ მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) პატრიაქობის კანდიდატი იყო.

2026 წლის 28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) 9 ხმა მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიტროპოლიტმა იობი - დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი“
იობი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები