პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვი

სერგეი ლავროვის მტკიცებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია. მისი თქმით, ომში მთავარი გამარჯვება უკრაინაში „რუსოფობიის“ დამარცხება იქნება.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვი
ნეტგაზეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია.

ლავროვის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში მთავარი გამარჯვება, დასახული მიზნების გარდა, უკრიანაში „რუსოფობიის“ დამარცხება იქნება.

„უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, უდავოდ, ძირძველი რუსული მიწებია. იქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც ჩვენთან ერთად ერთ ემბაზში მოინათლა, საიდანაც ჩვენ ყველანი წამოვედით.

ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი გამარჯვება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასე ეწოდება რუსეთში უკრიანის წინააღმდეგ ომს] მიზნების მიღწევის გარდა, მაგრამ ამ მიზნებთან მჭიდროდ დაკავშირებული ამოცანა, არის იმ რუსოფობიის დამარცხება, რომლის დანერგვასაც ცდილობენ უკრაინაში, უფრო სწორად, იმ სივრცეში, რომელსაც ახლა უკრაინა ეწოდება“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, დღევანდელი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ერთიანი ხალხის საცხოვრებელ ადგილზე საუბარი, მაინც არ ღირს.

„დასავლეთში ბევრი წარმოადგენს ჩვენთვის სრულიად დაპირისპირებულ კულტურასა და ღირებულებებს. უკრაინელი ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიოდნენ ჯერ კიდევ კუჩმადან დაწყებული და იანუკოვიჩით გაგრძელებული, იძულებულნი იყვნენ რაღაცნაირად გაეთვალისწინებინათ ის, რომ ამ რადიკალურ ნაციონალისტურ იდეებს ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ ქვეყნის დასავლეთში, არამედ ის უკრაინის სხვა ნაწილებზეც ვრცელდებოდა. გადაწყვიტეს მათთან „ფლირტი“.

ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც აირჩეოდა და პრაქტიკულად ყველა მათგანი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილიდან იყო, თავის მოვალეობად მიიჩნევდა, არ ეწყენინებინა დასავლეთ უკრაინის და დასავლეთ უკრაინელებისთვის. ამ პრობლემის სიმწვავეს ყოველთვის ახშობდნენ და საბოლოოდ მან იფეთქა“, – განაცხადა ლავრომა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. UNIAN · Telegramნეიტრალურისერგეი ლავროვმა კიევი „ისტორიულად რუსულ მიწად“ გამოაცხადა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისერგეი ლავროვი - სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია
  3. ალიაოპოზიციურისერგეი ლავროვი – სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერგეი ლავროვი - რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნები არ შეუცვლიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები