პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკო მიხელსონი - ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს იმპერიის აღდგენის მიზნით აწარმოებს - ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება კეთილმა სიტყვებმა ან კომპრომისმა ეს აზროვნება შეცვალოს

ესტონელი დეპუტატი მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვი ღიად ადასტურებს რუსეთის მიერ ომის იმპერიის აღდგენის მიზნით წარმოებას. მისი თქმით, ამ ექსპანსიონიზმს წერტილს მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დაუსვამს.

მარკო მიხელსონი - ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს იმპერიის აღდგენის მიზნით აწარმოებს - ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება კეთილმა სიტყვებმა ან კომპრომისმა ეს აზროვნება შეცვალოს
ინტერპრესნიუსი

ლავროვი, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს იმპერიის აღდგენის მიზნით აწარმოებს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება კეთილმა სიტყვებმა ან კომპრომისის მცდელობებმა შეცვალოს ძალადობაზე დაფუძნებული ასეთი აზროვნება”, - აცხადებს მიხელსონი.

მისი თქმით, რუსეთის ექსპანსიონიზმს საბოლოო წერტილს მხოლოდ დამოუკიდებლობის ომში უკრაინის გამარჯვება დაუსვამს.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია. „იქ ხალხი ცხოვრობს, რომელიც ჩვენთან ერთად მოინათლა. ყველანი იქიდან მოვდივართ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის გარდა, იმ რუსოფობიის დამარცხებაა, რომლის დანერგვასაც უკრაინაში ცდილობენ, იმ სივრცეში, რომელსაც ახლა უკრაინა ეწოდება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერგეი ლავროვი - რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნები არ შეუცვლიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები