პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერგეი ლავროვი – სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია

სერგეი ლავროვის განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია. რუსეთის საგარეო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ამოცანა უკრაინაში „რუსოფობიის დამარცხებაა“.

სერგეი ლავროვი – სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია
ალია

სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„იქ ხალხი ცხოვრობს, რომელიც ჩვენთან ერთად მოინათლა. ყველანი იქიდან მოვდივართ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის გარდა, იმ რუსოფობიის დამარცხებაა, რომლის დანერგვასაც უკრაინაში ცდილობენ, იმ სივრცეში, რომელსაც ახლა უკრაინა ეწოდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, უკრაინის მთელი ტერიტორია „ერთიანი ხალხის საცხოვრებელ ადგილად“ ვერ ჩაითვლება.

ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთში „კულტურა და ღირებულებები“ ჩამოყალიბდა, რომელიც რუსეთს „ეწინააღმდეგება“.

„დასავლეთ ნაწილში ბევრი ჩვენთვის სრულიად საპირისპირო კულტურასა და ღირებულებებს წარმოადგენს. უკრაინელი ლიდერები, კუჩმადან დაწყებული და იანუკოვიჩით დამთავრებული, იძულებულები იყვნენ გაეთვალისწინებინათ ის, რომ ამ რადიკალურ ნაციონალისტურ იდეებს ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ ქვეყნის დასავლეთში, არამედ იგი უკრაინის სხვა ნაწილებშიც ვრცელდებოდა“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. UNIAN · Telegramნეიტრალურისერგეი ლავროვმა კიევი „ისტორიულად რუსულ მიწად“ გამოაცხადა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისერგეი ლავროვი - სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიუკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერგეი ლავროვი: ევროპელებს ესმით, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურს შეახტნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები