პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერგეი ლავროვი - რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნები არ შეუცვლია

ნატო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნები არ შეუცვლია და ისინი ტერიტორიებისთვის კი არა, უფლებაწართმეული ადამიანებისთვის იბრძვიან.

სერგეი ლავროვი - რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნები არ შეუცვლია
ინტერპრესნიუსი

რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნები არ შეუცვლია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენს მიზნებზე უარს არ ვამბობთ. მინდა გავიმეორე ის, რაც პრეზიდენტმა ადრე თქვა: ჩვენ არ ვიბრძვით ტერიტორიისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფუნდამენტური უფლებები წაართვეს“, - განაცხადა ლავროვმა.

ასევე, სერგეი ლავროვმა ნატო-ს შესახებაც ისაუბრა.

„იქ, სადაც ნატო ჩნდება, კარგი არასდროს არაფერი ხდება. ნატო-ს შეჭრა ერაყში, იუგოსლავიაში, ლიბიაში და ბევრი სხვა ავანტიურა. ყოველთვის, როდესაც ნატო თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიას გასცდა, ადგილი ჰქონდა აგრესიულ სამხედრო მისიებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერგეი ლავროვი - ევროპა კიევის რეჟიმისთვის დროის მოგებას ცდილობს - ჩვენ ამას არ დავთანხმდებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები