პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერგეი ლავროვი - ევროპა კიევის რეჟიმისთვის დროის მოგებას ცდილობს - ჩვენ ამას არ დავთანხმდებით

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, რადგან ევროპა უკრაინისთვის დროის მოგებას და სამხედრო დანაკარგების აღდგენას ცდილობს.

სერგეი ლავროვი - ევროპა კიევის რეჟიმისთვის დროის მოგებას ცდილობს - ჩვენ ამას არ დავთანხმდებით
ინტერპრესნიუსი

რუსეთი ცეცხლის უბრალოდ შეწყვეტას არ დათანხმდება, რადგან ევროპელები ცდილობენ, უკრაინას დროის მოგების შესაძლებლობა მისცენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ძველი ლოგიკაა - ევროპას აუცილებლად სჭირდება დროის მოგება კიევის რეჟიმის თავისი კლიენტებისთვის და ამ დროის გამოყენება იმისთვის, რომ როგორმე აღადგინონ ის დანაკარგები, რომლებიც მათ სამხედრო თვალსაზრისით განიცადეს. ჩვენ ამას არ დავთანხმდებით. ამის შესახებ არაერთხელ უკვე განვაცხადეთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ არ დათანხმდება თუ არ ეცოდინება, რა იქნება ამის შემდეგ.

„ჩვენ არ დავთანხმდებით მორიგ ზავზე, მორიგ ცეცხლის შეწყვეტაზე, როგორც არ უნდა ვუწოდოთ ამას, თუ არ გვეცოდინება, რა იქნება ამის შემდეგ“, - აღნიშნა ლავროვმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძველი ლოგიკაა - ევროპას აუცილებლად სჭირდება დროის მოგება კიევის რეჟიმის თავისი კლიენტებისთვის და ამ დროის გამოყენება იმისთვის, რომ როგორმე აღადგინონ ის დანაკარგები, რომლებიც მათ სამხედრო თვალსაზრისით განიცადეს. ჩვენ ამას არ დავთანხმდებით. ამის შესახებ არაერთხელ უკვე განვაცხადეთ“
„ჩვენ არ დავთანხმდებით მორიგ ზავზე, მორიგ ცეცხლის შეწყვეტაზე, როგორც არ უნდა ვუწოდოთ ამას, თუ არ გვეცოდინება, რა იქნება ამის შემდეგ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები