პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატრიარქი შიო მესამე: დამწუხრებულია მთელი ქვეყანა. გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს და ასევე ჭირისუფლებს, ოჯახის წევრებს და ვინც არიან დაშავებულები, ასევე მათ ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მომხდარის გამო ქვეყანაში გლოვის დღეებია. 19 ნოემბერს კორპუსში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

პატრიარქი შიო მესამე: დამწუხრებულია მთელი ქვეყანა. გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს და ასევე ჭირისუფლებს, ოჯახის წევრებს და ვინც არიან დაშავებულები, ასევე მათ ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას
იმედინიუსი

მთავარანგელოზობის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ წირვა თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლინა.

უწმინდესმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მორწმუნეები დალოცა. აღნიშნა, რომ თითოეულ მორწმუნეს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც მას იცავს.

პატრიარქმა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

„დამწუხრებულია დღეს მთელი ქვეყანა. გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს და ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებს და ვინც არიან დაშავებულები, ასევე მათ ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

ზეციური ძალები არიან ძლიერი სულები, კეთილი წმინდა სულები, რომლებიც ღმერთს და ადამიანებს ემსახურებიან და ყველა მათგანი არ არის ერთმანეთის თანასწორი, არამედ ზეციურ სამყაროში არის 3 იერარქია და 9 დასი. მთელი ამ ანგელოზთა სამყაროს მხედართმთავარი და მეთაური არის მიქაელ მთავარანგელოზი, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ მისი და მთელი სხვა ზეციური უხორცო ძალების.

ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან. ჩვენ თვითონვე განვაგდებთ ამ ჩვენს მფარველ ანგელოზს, როდესაც ვცოდავთ, როდესაც ბოროტებაზე ვთანხმდებით და პირიქით, ჩვენ მას მოვიზიდავთ ჩვენკენ, როდესაც ვიჩენთ სწრაფვას სიწმინდისკენ, სულიერებისკენ.

და აი, მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება, რომ ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არსებობს“, - განაცხადა პატრიარქმა, შიო მესამემ.

დღეს მთავარანგელოზობაა.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპატრიარქი - დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია - ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა
  2. POSTVსამთავრობოსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: “მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს”
  3. რუსთავი 2სამთავრობოპატრიარქი: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს
  4. TV პირველიოპოზიციურიპატრიარქი შიო III ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს
  5. ფორმულაოპოზიციურიპატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება! განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა
  6. ალიაოპოზიციური“განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია” – შიო მესამე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში აფეთქების ეპიცენტრი ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები