პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება! განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა

საპატრიარქო

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება! განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა
ფორმულა

საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო

მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.

დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ...

შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.

ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!", - ნათქვამია წერილში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპატრიარქი - დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია - ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა
  2. POSTVსამთავრობოსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: “მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს”
  3. რუსთავი 2სამთავრობოპატრიარქი: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს
  4. TV პირველიოპოზიციურიპატრიარქი შიო III ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს
  5. ალიაოპოზიციური“განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია” – შიო მესამე
  6. იმედინიუსისამთავრობოპატრიარქი შიო მესამე: დამწუხრებულია მთელი ქვეყანა. გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს და ასევე ჭირისუფლებს, ოჯახის წევრებს და ვინც არიან დაშავებულები, ასევე მათ ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები