პოლონეთის საელჩო საქართველოში: თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ
პოლონეთის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს, ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში პოლონეთის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ. დაშავებულებს ვუსურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე დროს თანავუგრძნობთ ქართველ ხალხს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიათურქეთის რესპუბლიკის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს
თურქეთის რესპუბლიკის ელჩი: “ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს”
საფრანგეთის საელჩო – სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საელჩო კვირას, ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება
ჩეხეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს, ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ
ისრაელის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას
გერმანიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ
გერმანიის საელჩო: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ”
თურქეთის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…