“განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია” – შიო მესამე
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რის გამოც სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა შიო III-მ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმარი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.
დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…
განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ…
შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.
ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!”- წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპატრიარქი - დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია - ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: “მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს”
პატრიარქი: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს
პატრიარქი შიო III ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს
პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება! განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა
პატრიარქი შიო მესამე: დამწუხრებულია მთელი ქვეყანა. გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს და ასევე ჭირისუფლებს, ოჯახის წევრებს და ვინც არიან დაშავებულები, ასევე მათ ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…