პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, პატიმრის გათავისუფლების დაპირებით მშობლისთვის 270 000 ლარის თაღლითურად გამორთმევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირის მშობელი მოატყუეს და დაარწმუნეს, თითქოს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირის მშობელი მოატყუეს და დაარწმუნეს, თითქოს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას.

აღნიშნული საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციურიპატიმრის მშობელს მოატყუეს, თითქოს ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებას, დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა
  4. ფორმულაოპოზიციურიბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს - დააკავეს 1 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები