პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 270 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პატიმრობაში მყოფი პირის ოჯახის წევრი დაარწმუნეს და დაჰპირდნენ მას, რომ თითქოსდა გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებდნენ მის ოჯახის წევრს. ამ საბაბით, დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დაკავებულია, ხოლო თაღლითური ჯგუფის ერთი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა
  2. ალიაოპოზიციურიპატიმრის მშობელს მოატყუეს, თითქოს ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებას, დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა
  4. ფორმულაოპოზიციურიბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს - დააკავეს 1 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები