პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს - ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში თაღლითობის ბრალდებით პირი დააკავეს, რომელმაც ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში მოგების მიღება შესთავაზა და ჯამში 187 956 ლარს თაღლითურად დაეუფლა.

თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს - ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა, ამ მიზნით კი მათ სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა, ამ მიზნით კი მათ სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა. თუმცა, ბრალდებულმა შეთანხმების პირობები არ შეასრულა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ კუთვნილ თანხას, ჯამში - 187 956 ლარს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიმოტყუებით დაეუფლა 187 956 ლარს - დააკავეს 1 პირი
  2. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
  3. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები