პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქში ათასობით ახალგაზრდამ საპროტესტო აქციები გამართა

DW-ის ცნობით, გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქში ათასობით ახალგაზრდა ქუჩაში განათლებაში ინვესტიციების, კლიმატის დაცვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მოთხოვნებით გამოვიდა.

მედია: გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქში ათასობით ახალგაზრდამ საპროტესტო აქციები გამართა
იმედინიუსი

გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მედიის ცნობით, ათასობით ახალგაზრდა ქალაქების ქუჩებში განათლებაში ინვესტიციებისა და კლიმატის დაცვის მოთხოვნებით გამოვიდა. მომიტინგეები აგრეთვე გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის დანერგვის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ყველაზე მასშტაბური აქცია ბერლინში გაიმართა. ბერლინის პოლიციის განცხადებით, მსვლელობა მოძრაობა Gen Z regelt-მა მოაწყო. მასში დაახლოებით 4 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ორგანიზატორები ამბობენ, რომ მიტინგზე 10 ათასიდან 15 ათასამდე ადამიანი მოვიდა.

მსვლელობის მონაწილეებს, რომელთა რიგებში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ, ხელში ეკავათ პლაკატები წარწერით „რეაგირება და არა იგნორირება“, „სკოლა ცოდნას უნდა აძლევდეს და არა დატვირთვას“. მსვლელობაში აგრეთვე მონაწილეობდნენ მემარცხენე და კომუნისტური პარტიების წარმომადგენლები და პროპალესტინური ჯგუფები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგერმანიის 80-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: ბერლინში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - დაკავებულია 20 აქტივისტი, აღძრულია სისხლის სამართლის 28 საქმეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები