პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერლინსა და შტუტგარტში მილიტარიზაცია და განათლების დაფინანსების შემცირება გააპროტესტეს

ბერლინსა და შტუტგარტში მილიტარიზაციისა და განათლების დაფინანსების შემცირების საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა; ბერლინში 22 აქტივისტი დააკავეს.

ბერლინსა და შტუტგარტში მილიტარიზაცია და განათლების დაფინანსების შემცირება გააპროტესტეს
იმედინიუსი

ბერლინში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას, განათლების დაფინანსების შემცირებასა და მთავრობის სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია 22 აქტივისტი.

საპროტესტო მსვლელობა გაიმართა შტუტგარტშიც. შეკრებილები ქვეყნის მილიტარიზაციას, სოციალურ უთანასწორობასა და ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებდნენ, ითხოვდნენ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდას და დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ ქალაქის ცენტრში დაგეგმილი მსვლელობის ჩატარების აღკვეთა სცადა. მანიფესტანტებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა ესროლეს, სპეცრაზმელებმა კი მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანიაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები