პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: ბერლინში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - დაკავებულია 20 აქტივისტი, აღძრულია სისხლის სამართლის 28 საქმე

ბერლინში ახალგაზრდების საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეტაკების შედეგად 20 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 3 პოლიციელი და აღიძრა 28 სისხლის სამართლის საქმე.

მედია: ბერლინში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - დაკავებულია 20 აქტივისტი, აღძრულია სისხლის სამართლის 28 საქმე
რუსთავი 2

ბერლინში საპროტესტო აქცია გაიმართა, სახელწოდებით Gen Z regelt-ი (თაობა Z თავად წყვეტს), რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, პიროტექნიკის გამოყენების გამო.

მედიის ცნობით, შაბათს საღამოს ბერლინის შარლოტენბურგის რაიონში დაახლოებით 1 200-მა ახალგაზრდამ საპროტესტო აქცია გამართა. პოლიციასთან დაპირისპირება კი აქციის დაწყებისთანავე მოხდა.

შეტაკებებისა და დაკავებების შემდეგ, სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის 28 საქმის წარმოება დაიწყეს. წესრიგის დასაცავად, ადგილზე 700 პოლიციელი იყო მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს 3 პოლიციელი დაშავდა.

აქციის მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, აპროტესტებდნენ სკოლების სავალალო მდგომარეობას, სავალდებულო სამხედრო სამსახურს, უნივერსიტეტებისა და სოციალური სფეროს დაფინანსების შემცირებას. აქციაზე ასევე ისმოდა ისრაელის, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და პოლიციის საწინააღმდეგო შეძახილები.

Gen Z regelt-ის ორგანიზატორები 20 ნოემბერს უფრო მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ და ახალგაზრდებს ევროპის მასშტაბით გაფიცვისკენ მოუწოდეს. მხოლოდ ბერლინში ისინი 15 000 მონაწილეს ელოდებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები