მსოფლიო · 22 ნოემბერი, 15:13
ესპანეთის ანკლავ სეუტაში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც სეუტის პრეზიდენტი ხუან ვივასიც მონაწილეობდა.

ესპანეთის ანკლავ სეუტაში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქში წესრიგის აღდგენას მოითხოვდნენ. მათი შეშფოთების მიზეზი მიგრანტთა ნაკადის ზრდა გახდა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ სეუტის პრეზიდენტი ხუან ვივასი და სხვა ოფიციალური პირები.
აქციის ორგანიზატორებმა ესპანეთის მთავრობისა და ევროკავშირისგან მეტი მხარდაჭერა, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება და საზოგადოებრივი მომსახურების სფეროსთვის დამატებითი რესურსების გამოყოფა მოითხოვეს.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…