პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: „რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია“

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციას ტრაგედიის პირადი დღის წესრიგისთვის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს და ამას მორალისგან დაცლილს უწოდებს.

დავით მათიკაშვილი: „რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია“
POSTV

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა და საზოგადოება უკვე მერამდენედ ხედავს მოცემულობას, როდესაც რაღაც სამწუხარო ფაქტი მოხდება და აგენტურული ოპოზიციის მიერ მცდელობაა, ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. არაერთი ასეთი პოსტი და მოწოდება ვნახეთ, რომლებიც აცდენილია ტრაგიკულ ფაქტს და იმ სულისკვეთებას, რაც ზოგადად საზოგადოებაში არსებობს.

რადიკალების ჭეშმარიტი სახე ჩანს, როგორ ცდილობენ ყველა უბედური შემთხვევა საკუთარი მდარე და დეგრადირებული მიზნებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი მცდელობა, რომ უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ, არაფრის მომცემიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები