პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა - კატერინა დემეტრაშვილის მიმართვა ქართველებს

ქართული ოცნება

„ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა“, — აცხადებს ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატი კატერინა დემეტრაშვილი და ქართველ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებს.

ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრი, კატერინა დემეტრაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ორი წელია ევროპული მომავლისთვის იბრძვის, აუცილებლად გაიმარჯვებს.

დემეტრაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ჩეხეთის ისტორიასა და 1989 წლის ნოემბრის პროტესტს ადარებს. მისი თქმით, ჩეხეთში კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც მოსკოვი ქვეყნის მომავალს წყვეტს, და აღნიშნავს, რომ პრაღის სტუდენტების მსგავსად, ქართველი მოქალაქეებიც მიაღწევენ მიზანს.

„ძვირფასო ქართველებო, უკვე ორი წელია, რაც რუსთაველის გამზირზე დგახართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ქვეშ, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში — ევროპულით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ გხედავთ. ჩეხეთში გვახსოვს, რას ნიშნავს, როდესაც მოსკოვი წყვეტს თქვენს მომავალს. და გვახსოვს 1989 წლის ნოემბერი, როდესაც პრაღაში სტუდენტები ქუჩებში გამოვიდნენ და სახლში წასვლაზე უარი თქვეს. მათ გაიმარჯვეს - და თქვენც გაიმარჯვებთ. თქვენ ხართ ჟურნალისტები, პოეტები და ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის ჩასვეს ციხეში. ახლა კი რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაც სურს. მაგრამ ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა“, - აცხადებს დემეტრაშვილი.

ჩეხი პარლამენტარის განმარტებით, ჩეხეთის პარლამენტში „თავისუფალი საქართველოს მეგობრების ჯგუფი“ დააარსა.

იგი აღნიშნავს, რომ ისინი სანქციების დაწესებასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ, ასევე ამხელენ „ქართული ოცნების“ მცდელობებს, ფეხი მოიკიდოს ჩეხეთის რესპუბლიკაში.

„არ დანებდეთ, მარტო არ ხართ. ყველაფერი კარგად იქნება“, - მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს კატერინა დემეტრაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები