მარიამ ლაშხი ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე: ეს არის შოდა საქმეებში პირდაპირი და ღია ჩარევა
დეპუტატ მარიამ ლაშხის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიდეომიმართვები ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი და ღია ჩარევაა და ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება.

მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებსზე ისაუბრა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები არის ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.
„ეს არის პირდაპირი და ღია ჩარევა შიდა საქმეებში. ევროპარლამენტარების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები და მსგავსი რეზოლუციები ემსახურება ერთადერთს, უხეშად ჩაერიონ ქვეყნის შიდა პროცესებში და კიდევ ერთი ძალა მისცენ ოპოზიციურ წარმომადგენლებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მთავარ იდეას - თავად ქვეყნებმა გადაწყვიტონ საკუთარი არჩევანი“, - აღნიშნა ლაშხმა.
კიდევ ერთი დადასტურება, როგორ მართავენ საქართველოში პროცესებს, უცხო ქვეყნებიდან - ოპოზიციის მოკავშირე ევროპარლამენტარები, ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ და აქციას მხარდაჭერას უცხადებენ. მეტიც, მაგალითად მოჰყავთ სერბეთი და პირდაპირ მოუწოდებენ პროტესტის მონაწილეებს, რომ ისევე როგორც კიევში, თბილისშიც ბრძოლა იქამდე უნდა გაგრძელდეს ვიდრე საჭიროა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…