პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის დავალიანების გადავადება იგეგმება - ასოციაცია

ეკონომიკის სამინისტროსაქსტატი

ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე ნუგზარ კევლიშვილი აცხადებს, რომ დარგში მძიმე ვითარებაა და მხოლოდ 2 საწარმო მუშაობს სტაბილურად. წარმოების აღსადგენად ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად კომპანიებისთვის დენის დავალიანების გადავადება და შეღავათიანი გრაფიკის შედგენა განიხილება.

ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის დავალიანების გადავადება იგეგმება - ასოციაცია
BM.GE

ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნუგზარ კევლიშვილის ინფორმაციით, დარგის კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათი განიხილება.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით განიხილება კომპანიებისთვის ელექტროენერგიის დავალიანებებზე საშეღავათო პერიოდის მიცემა, რაც მათ წარმოების განახლებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ დარგი ელექტროენერგიის მსხვილი პირდაპირი მომხმარებელია.

"მიმდინარეობს მუშაობა, ეკონომიკის სამინისტროც ეხმარება კომპანიებს, სამუშაო ჯგუფია შექმნილი, იგეგმება ელექტროენერგიაზე დავალიანების მქონე კომპანიებს გაუკეთდეთ გადახდის გრაფიკი და მიეცეთ საშეღავათო პერიოდი, რათა საწარმოებმა შეძლონ ამუშავება და ეტაპობრივად დაფარონ დავალიანება. იმედი გვაქვს, ამასობაში სხვა ბაზრებზეც, ევროპასა და ამერიკაშიც, გაიზრდება ფასები და გაზაფხულზე დანარჩენი საწარმოებიც ჩაერთვებიან",- ამბობს ის.

მიმდინარე ტენდენციებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, რასაც საბაზო ეფექტი განაპირობებს, დარგში მძიმე ვითარება ნარჩუნდება და სტაბილურად მხოლოდ 2 საწარმო მუშაობს.

2026 წლის 10 თვეში ფეროშენადნობთა ექსპორტი 50.7%-ით გაიზარდა და 263.3 მლნ დოლარს მიაღწია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა 219 921 ტონა შეადგინა, რაც 37%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ძირითადი გასაღების ბაზრებია თურქეთი (19%-იანი წილი ჯამურ მოცულობაში), აშშ (15%) და ირანი (10%).

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ფეროშენადნობთა ექსპორტი 51%-ით გაიზარდა - სად ვყიდით მასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები