პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფეროშენადნობთა ექსპორტი 51%-ით გაიზარდა - სად ვყიდით მას

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 10 თვეში ფეროშენადნობთა ექსპორტი 50.7%-ით გაიზარდა და 263.3 მილიონ დოლარს მიაღწია. პროდუქციის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 18.3% მოდის.

ფეროშენადნობთა ექსპორტი 51%-ით გაიზარდა - სად ვყიდით მას
BM.GE

2026 წლის 10 თვეში ფეროშენადნობთა ექსპორტი 50.7%-ით გაიზარდა და 263.3 მლნ დოლარს მიაღწია.

მთლიან ექსპორტში 3.8%-იანი წილით ფეროშენადნობები საქართველოს მეოთხე უმსხვილეს სასაქონლო პოზიციაზეა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა 219 921 ტონა შეადგინა, რაც 37%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ამასთან, 1 ტონა ფეროშენადნობის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.

მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია: მასზე მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 18.3% მოდის.

მთლიანობაში კი 2026 წელს ფეროშენადნობთა 10 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:

თურქეთი - 48.1 მლნ აშშ დოლარი (40,833.1 ტონა)

აშშ - 39 მლნ აშშ დოლარი (32,786.2 ტონა)

ირანი -31.1 მლნ აშშ დოლარი (22,522 ტონა)

ნიდერლანდები - 21.2 მლნ აშშ დოლარი (18,467 ტონა)

ალჟირი - 18.3 მლნ აშშ დოლარი (15,000 ტონა)

იტალია - 16.2 მლნ აშშ დოლარი (14,058.1 ტონა)

კანადა - 12.4 მლნ აშშ დოლარი (11,000 ტონა)

ესპანეთი - 12.2 მლნ აშშ დოლარი (10,854 ტონა)

ეგვიპტე - 12 მლნ აშშ დოლარი (9,456.2 ტონა)

საბერძნეთი - 10.9 მლნ აშშ დოლარი (8,900 ტონა)

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები